ყველა საერთაშორისო ამანათი, რომელიც შედის აშშ-ში, გადის U.S. Customs and Border Protection (CBP)-ის კონტროლს.
ამანათი საბაჟოზე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- შიგთავსის ტიპი
- დეკლარირებული ღირებულება
- წარმოშობის ქვეყანა
- საქონლის მიზანი (პირადი / კომერციული)
აშშ-ში გადასახადი ითვლება:
- საქონლის დეკლარირებული ღირებულებიდან
- პროდუქტის კატეგორიიდან
- წარმოშობის ქვეყნის ტარიფიდან
ჩვეულებრივ შესაძლებელია:
- საბაჟო გადასახადი (Duty)
- იმპორტის ტარიფი
დამატებითი მომსახურების საფასური (carrier brokerage fee)
- დეკლარირებული ღირებულება უნდა იყოს რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად ახლოს. საბაჟო არ იღებს ხელოვნურად შემცირებულ ან არარეალურ ღირებულებებს.
- აშშ-ის საბაჟოს (CBP) უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინვოისი (Invoice), გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დამატებითი ინფორმაცია ტვირთის შესახებ.
- თუ დეკლარაცია არასრულია ან ეჭვქვეშ დგება ღირებულება/აღწერა, საბაჟომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან შეაჩეროს ტვირთი შემოწმებისთვის.
- ამანათი ექვემდებარება განბაჟებას იმ შემთხვევაში, თუ:
- მისი ტიპი არის კომერციული ან გასაყიდი საქონელი
- ან საბაჟო მიიჩნევს, რომ ტვირთი არის გადასაყიდი/ბიზნეს დანიშნულების
- ან დამატებითი გადასახადი განისაზღვრება პროდუქტის კატეგორიისა და ღირებულების მიხედვით
- თითოეულ ამანათს უნდა ახლდეს სწორად შევსებული საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, სადაც აღწერა უნდა იყოს ზუსტი და დეტალური (ინგლისურ ენაზე).