ნივთის გამოწერისათვის აუცილებელია, მარკეტზე შეძენისას მიუთითოთ თქვენი ჩინეთის მისამართი, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენს პირად კაბინეტში — „მისამართების“ სექციაში.

„მისამართების“ სექციაში შესვლისას თქვენ დაგხვდებათ თქვენი ჩინეთის საწყობის მისამართი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია შეკვეთის განთავსებისას.

ნივთის შეძენის შემდეგ, მარკეტი ავტომატურად მოგაწვდით Tracking ნომერს (გზავნილის ნომერი). აღნიშნული ნომერი უნდა დაამატოთ თქვენს პირად კაბინეტში შესაბამისი ღილაკის — „დამატება“ — მეშვეობით, რათა დაჩქარდეს გზავნილის დამუშავებისა და გამოგზავნის პროცესი.

თუ თრექინგ ნომერი წინასწარ არ იქნება დამატებული, ავტომატური ასახვის შემთხვევაში თრექინგის დამატების მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 (ერთი) აშშ დოლარს.

სისტემაში გზავნილის დამატების შემდეგ აუცილებელია დეკლარაციისა და მიღების ფორმების შევსება, სადაც უნდა მიუთითოთ სრული ინფორმაცია შეძენილი ნივთის შესახებ.