ნივთის გამოწერისათვის აუცილებელია მარკეტზე ნივთის შეძენისას შეავსოთ თქვენი მისამართი ამერიკაში რომელიც პირად კაბინეტში მენიუში გაქვთ მოცემული მისამართების სექციაზე დაჭერისას.

მისამართის სექციაზე დაჭერისას თქვენ გაქვთ მოცემული ამერიკის სხვადასხვა მისამართი რომლებზეც შეგიძლიათ მიიღოთ გზავნილები, ყველა მისამართს ქვევით აქვს აღწერილი თუ რა ტიპის გზავნილებისთვის არის განკუთვნილი (მაგ: ავტოშესყიდვები, პირადი გზავნილები, ინტერნეტ გზავნილები).

ნივთის შეძენისას მარკეტი აუცილებლად მოგცემთ Tracking ნომერს(გზავნილის ნომერი) რომელიც თქვენს პირად სივრცეში შესვლისას ღილაკით „დამატება“ უნდა დაამატოთ თქვენს კაბინეტში რათა უფრო ასწრაფდეს ნივთის გამოგზავნის პროცედურები.  თუ თრექინგი არ არის წინასწარ დამატებული, ავტომატური ასახვის ფარგლებში თრექინგის ასახვის ღირებულება განისაზღვრება 1 (ერთი)აშშ დოლარით.

სისტემაში თქვენი გზავნილის დამატების შემდეგ თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ დაკლარაციისა და მიღების ფორმები სადაც ავსებთ ინფორმაციას შეძენილი ნივთის შესახებ.