გამოგზავნისთვის აუცილებელი პროცედურები
ავტომობილები ამერიკიდან საქართველოში(საზღვაო)

ამერიკიდან საქართველოში ავტომობილის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში გვაქვს 2 საშუალებ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიყვანოთ ავტომობილი ჩვენს იმ ფილიალებში რომლებიც ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი ან შეგიძლიათ ავტომობილის შეძენისას მიუთითოთ სასურველი ფილიალის მისამართი.

ფილიალების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ბარამის ვებ-გვერდის თქვენს პირად სივრცეში, მენიუში „მისამართები“ -სექციაზე დაჭერისას.

ყველა მისამართს ქვევით აქვს აღწერილი თუ რა ტიპის გზავნილებისთვის არის განკუთვნილი (მაგ: ავტოშესყიდვები, პირადი გზავნილები, ინტერნეტ გზავნილები), ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოძებნოთ ფილიალი რომლესაც უწერია ავტომობილები.

ასევე ავტომობილის შეძენის სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბარამის ცხელ ხაზს და დაიწყოთ შეძენა/შერჩევის პროცედურები ჩვენთან ერთად.

ასევე ბარამი გაძლევთ საშუალებას სრულიად უფასოდ გააკეთოთ თქვენი პირადი ნივთების ტრანსპორტირება თქვენი ნივთების თქვენსავე ავტომობილში მოთავსებით, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ავტომობილში ჩადებული ნივთები ექვემდებარება განბაჟებას.